წესები და პირობები

მოგესალმებით და მადლობას გიხდით mygedomain.ge-ის არჩევისათვის!

ჩვენ საშუალებას გაძლევთ .GE დომენური სახელის ქვეშ შექმნათ თქვენი პირადი ვებ-გვერდი ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვებ-გვერდის დიზაინის შაბლონების (template) გამოყენებით (შემდგომში მომსახურება“).

ვებ-გვერდის, mygedomain.ge შემქმნელია და მომსახურებას გიწევთ შპსკავკასუს ონლაინი“, რომელიც წარმოადგენს.GE ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორს (შემდგომშიჩვენ“ , „კავკასუს ონლაინი“, ან mygedomain.ge“).

წინამდებარე დოკუმენტში მოცემული mygedomain.ge- მომსახურებით სარგებლობის პირობები, რომელი მომსახურებაც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდის http://www.mygedomain.ge- (შემდგომშივებ-გვერდი“) მეშვეობით. ეს პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომშიმომხმარებელი“, ანთქვენ“) და mygedomain.ge- შორის დადებულ სამართლებრივ დოკუმენტს და არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით მომსახურებით სარგებლობის პირობებს (შემდგომში პირობები“, ანშეთანხმება“).

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს!

გთხოვთ, მონიშნოთვეთანხმები“, რათა დაადასტუროთ, რომ სრულად ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. „ვეთანხმები“- მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ წინამდებარე პირობებს და ასევე თანდართულ დოკუმენტს, „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას, აქვს სავალდებულო სამართლებრივი ძალა თქვენზე.

თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, ან თუ რომელიმე კონკრეტული პირობა არის მიუღებელი, ან იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ შეტანილი ნებისმიერი ცვლილება იქნება მიუღებელი თქვენთვის, გთხოვთ, არ ისარგებლოთ ვებ-გვერდის მეშვეობით შემოთავაზებული მომსახურებით. თქვენს მიერ მომსახურებით სარგებლობა, ან შეთანხმებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, მომსახურებით სარგებლობის გაგრძელება გამოხატავს თქვენს თანხმობას ასეთ ცვლილებებზე და პირობებზე.

იმისთვის, რომ შეძლოთ ვებ-გვერდის მეშვეობით მომსახურების მიღება საჭიროა:

)       გქონდეთ თქვენს სახელზე რეგისტრირებული .ge დაბოლოების მქონე დომენური სახელი, ან .ge დაბოლოების მქონე ზოგადი დომენური სახელი (შემდგომში ერთობლივადდომენური სახელი“), როგორც ეს განმარტებულია „.GE დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში“;

)       ვებ-გვერდზე თქვენი ანგარიშის შესაქმნელად გამოიყენოთ ის ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელი მისამართიც მითითებული გაქვთ რეგისტრანტის ელექტრონული ფისტის მისამართად დომენური სახელის რეგისტრაციისას (შემდგომშიმომხმარებლის ანგარიში“).

ამ პირობებზე თანხმობით თქვენ აცხადებთ, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მინიმალურ მოთხოვნებს.

თქვენ აცხადებთ და ადასტურებთ, რომ გაქვთ სრული და ექსკლუზიური უფლება გამოიყენოთ მომხმარებლის ანგარიშის შესაქმნელად საჭირო დომენური სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის სახელის და პაროლის უსაფრთხოებზე და კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის სახელი და პაროლი არ უნდა გახადოთ ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის. თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისთვის პასუხისმგებლობა mygedomain.ge- წინაშე გეკისრებათ თქვენ.

თვენს ანგარიშზე ნებისმიერი არაავტორიზებული წვდომის, ან არაავტორიზებული წვდომის მცდელობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ mygedomain.ge-.

(1) თქვენ აცნობიერებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენს მიერ მომსახურების გამოყენება, მათ შორის, თქვენი პერსონალური ვებ-გვერდის შესაქმნელად ნებისმიერი მონაცემის, ფაილის, ინფორმაციის, ან/და სხვა მასალის ატვირთვა თქვენი მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოადგენს თქვენი რისკის და პასუხისმგებლობის საგანს. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რომ უზრუნველვყოთ ასეთი მონაცემების, ფაილების შემოწმება, ან/და მასალების შენახვა (ბექაფირება) თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში;
(2) პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ვინარჩუნებთ უფლებას, წავშალოთ ან/ამოვიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია, მონაცემები, ან/და სხვა ინფორმაცია რომელიც ინახება, ან გამოიყენება მომსახურებასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ჩვენივე უფლებამოსილების ფარგლებში ჩავთვლით საჭიროდ, რომ ასეთი მონაცემები არღვევს ამ პირობებს ან/და მარეგულირებელ კანონმდებლობას;
(3) მომსახურების მეშვეობით შექმნილი ვებ-გვერდის ინტერნეტ სივრცეში განთავსების უზრუნველყოფა არ წარმოადგენს მომსახურების საგანს. შესაბამისად, ჩვენი მომსახურების მეშვეობით შექმნილი ვებ-გვერის ინტერნეტ სივრცეში განთავსება, ვებ-ჰოსტინგის მომსახურების შეძენა უნდა უზრუნველყოთ თქვენი ხარჯითა და პასუხისმგებლობით;
(4) თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან შექმნილი ვებ-გვერდის დიზაინის გადმოწერის უფლება გაქვთ შექმნიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ასეთი 3 (სამი) თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წავშალოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან გამოუყენებელი მასალა.

თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ:

(1) თქვენ გაქვთ სრული სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ იყოთ ამ შეთანხმების მხარე და იკისროთ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
(2) თქვენს მიერ მომხმარებლის ანგარიშის შექმნა და მომსახურების გამოყენება შეესაბამება ყველა და ნებისმიერ მარეგულირებელ კანონმდებლობასა და რეგულაციას. თუ თქვენ იყენებთ მომსახურებას კომპანიის, იურიდიული პირის სახელით თქვენ აცხადებთ და ადასტურებთ, რომ თქვენ გაქვთ უფლებამოსილება, სავალდებულო ძალა შესძინოთ ამ პირობებს შესაბამისი ორგანიზაციისთვის და ორგანიზაციის სახელით იყოთ პასუხისმგებელი პირი ამ პირობების შესრულებაზე;
(3) თქვენს მიერ ანგარიშის შექმნისას ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი, სრული და არ არის შეცდომაში შემყვანი.

მომსახურების გამოყენებისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ:

(1) გამოიყენებთ მომსახურებას მხოლოდ ამ პირობების და მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;
(2) სრულად და ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი მომსახურების მეშვეობით შექმნილ ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაზე და ასეთი მასალის შინაარსზე. თქვენს მიერ ატვირთულ/განთავსებულ მასალასთან დაკავშირებით ნებისმიერი დავის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, მათ შორის, მესამე პირების წინაშე ერთპიროვნულად გეკისრებათ თქვენ;
(3) ვალდებული ხართ დამოუკიდებლად უზრუნველყოთ მომხმარებლის ანგარიშზე არსებული ინფორმაციის, მასალის გადმოწერა, შენახვა, ბექაფირება.

მომსახურების გამოყენებისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ არ განახორციელებთ შემდეგ ქმედებებს:

(1) არ გექნებათ მცდელობა, რომ მოიპოვოთ არაავტორიზებული წვდომა მომსახურებაზე ან ვებ-გვერდის მეშვეობით შექმნილ სხვა მომხმარებლის ანგარიშებზე;
(2) არ გამოიყენებთ მომსახურებას იმ მიზნით, ან იმგვარად, რომ დაარღვიოთ მარეგულირებელი კანონმდებლობა;
(3) არ გაუკეთებთ მოდიფიკაციას მომსახურებას, ეცდებით საწყისი კოდის აღმოჩენას, ან სხვაგვარად გამოიყენებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის მეშვეობითაც გიწევთ მომსახურებას;
(4) არ გამოიყენებთ მომსახურებას იმგვარად და იმ მიზნებისთვის, რაც პირდაპირ ნებადართული არ არის ამ პირობებით;
(5) მომსახურებით სარგებლობისას არ გამოიყენებთ ისეთ მასალას, რომლის გამოყენების უფლებაც არ გაქვთ სათანადო წესით მოპოვებული;
(6) არ გექნებათ არაავტორიზებული წვდომის მცდელობა ჩვენს ვებ-გვერდზე ან სისტემაზე, არ ჩაერთვებით ისეთ საქმიანობაში, რომელიც აფერხებს, იწვევს მომსახურების ხარისხის შემცირებას, ხელს უშლის ვებ-გვერდის ფუნქციონირებას.

ჩვენ განიჭებთ გამოხმობად, არაგადაცემად და არაექსკლუზიურ უფლებას, რომ გქონდეთ წვდომა ჩვენს მომსახურებაზე და გამოიყენოთ ჩვენი მომსახურების მეშვეობით შექმნილი ვებ-გვერდის დიზაინი/დიზაინები იმ პირობით, რომ თქვენ ყოველთვის დააკმაყოფილებთ ამ შეთანხმების პირობებს.

ჩვენ ვიტოვებთ ყველა იმ უფლებას, რომელიც პირდაპირ არაა გადმოცემული თქვენთვის ამ შეთანხმების საფუძველზე.

თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ mygedomain.ge უფლებამოსილია ავტომატურ რეჟიმში შეაგროვოს ინფორმაცია თქვენს შესახებ, როდესაც თქვენ ეწვევით ვებ-გვერდს. ინფორმაციის შეგროვება შეიძლება მოიცავდეს cookies გამოყენებას, რომლითაც შესაძლებელია თქვენი კომპიუტერის იდენტიფიცირება და თქვენი ვიზიტების შესახებ, ქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღება იმ მიზნით, რომ ჩვენ შემდგომში შემოგთავაზო თქვენზე მორგებული გამოცდილება და შევძლოთ მომსახურების გაუმჯობესება.

თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ მომსახურების ფარგლებში mygedomain.ge უფლებამოსილია გამოიყენოს და დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემებიპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

თქვენ აცხადებთ და ადასტურებთ, რომ mygedomain.ge- ეკუთვნის მომსახურებასთან დაკავშირებული, მათ შორის, ვებ-გვერდის დიზაინის შაბლონებთან დაკავშირებული ყველა და ნებისმიერი უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს საავტორო, ინტელექტუალური საკუთრების უფლებას (მიუხედავად იმისა ასეთი უფლებები რეგისტრირებულია თუ არა).

თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ არ შეცვლით, ან ამოიღებთ ნებისმიერ საკუთრებიდან გამომდინარე უფლებების ნიშანს (მათ შორის, საავტორო და სასაქონლო ნიშანს), რომელსაც შეიცავს მომსახურება, ან თან ახლავს მომსახურებას.

თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ წინამდებარე მუხლში მითითებული ვალდებულება ძალაში რჩება მიუხედავად შეთანხმების ებისმიერი საფუძვლით შეწყვეტისა.

ჩვენ გაწვდით მომსახურებას, როგორც ეს ხელმისაწვდომია, ჩვენ არ გაძლევთ რაიმე გარანტიას, ან დაპირებას, ან განცხადებას მომსახურებასთან დაკავშირებით;

ჩვენ ცალსახად ვამბობთ უარს ყველა და ნებისმიერი გარანტიის მოცემაზე, იქნება ეს პირდაპირი თუ ნავარაუდები, მათ შორის, არ გაძლევთ გარანტიას მომსახურების ხარისხთან ან/და მომსახურების კონკრეტული მიზნისთვის შესაბამისობასთან დაკავშირებით.

თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ იმ მოცულობით რა მოცულობითაც ეს ნებადართულია მარეგულირებელი კანონმდებლობით, თქვენი ერთადერთი და ექსკლუზიური სამართლებრივი დაცვის მექანიზმი მომსახურებასთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის ან უკმაყოფილების არსებობის შემთხვევაში, არის თქვენს მიერ მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტა.

არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება mygedomain.ge- წარმომადგენლები, აქციონერები, დასაქმებულები, დირექტორები, შვილობილი კომპანიები, აფილირებული პირები, სამართალმემკვიდრეები, ან მომსახურების მიმწოდებლები პასუხისმგებლები იყვნენ:

)      ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის (მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი), რომელიც გამოწვეულია მომსახურების გამოყენების, შეფერხების, ან მიუღებლობისგან;

)       თქვენი მომხმარებლის ანგარიშზე, პერსონალურ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომისთვის, რომელიც არ არის გამოწვეული ჩვენი ბრალით;

)       მომსახურების ნებისმიერი სახის შეფერხებისთვის, ან შეწყვეტისთვის;

)       მომსახურების მეშვეობით შექმნილ ვებ-გვერდზე თქვენს მიერ ნებისმიერი შინაარსის მასალის განთავსებისთვის, მათ შორის, ასეთი მასალის განთავსებით მესამე პირების უფლებების (მათ შორის, საავტორო უფლებების), მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის;

)       მომსახურებაში, ან ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში არსებული ნებისმიერი ხარვეზის ან შეცდომისთვის;

)       ნებისმიერი დავისთვის, რომელიც უკავშირდება mygedomain.ge- მომსახურებას.

თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ mygedomain.ge ნებისმიერი ზიანისგან, დანაკარგისგან, ხარჯისგან (მათ შორის, გონივრული საადვოკატო ხარჯების), პასუხისმგებლობის, პრეტენზიისაგან (მათ შორის, და არამხოლოდ მესამე პირების პრეტენზიის), რომელიც მიმართულია mygedomain.ge-, მისი წარმომადგენლების, დირექტორების, დასაქმებულების, მომსახურების მიმწოდებლების, ან აფილირებული პირების წინააღმდეგ, იმ მოცულობით რა მოცულობითაც ასეთი ქმედება გამომდინარეობს, ან ეფუძნება:

)       თქვენს მიერ მომსახურების არაუფლებამოსილ, ან უკანონო გამოყენებას;

)       თქვენს მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობას, ან დარღვევას;

)       თქვენს მიერ მესამე პირთა უფლებების დარღვევას;

)      თქვენს მიერ მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევას;

)      თქვენი მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით ნებისმიერი მესამე პირის მიერ მომსახურების არაუფლებამოსილ გამოყენებას.

mygedomain.ge ნებისმიერი ასეთი პრეტენზიის, მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წერილობით შეგატყობინებთ და მოგცემთ საშუალებას, რომ ერთპიროვნულად შეძლოთ ასეთი დავის მოგვარება, მოგაწვდით (თქვენი ხარჯებით) ყველა და ნებისმიერ ინფორმაციას და თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულობის ფარგლებში გაგიწევთ დახმარებას, რომ შეძლოთ დავის მორიგებით დასრულება, ან პოზიციის დაცვა შეძლოთ. თქვენ არ უნდა დაეთანხმოთ ისეთი მორიგების პირობებს, რომელიც i) რაიმე ვალდებულებას აკისრებს mygedomain.ge-, ii) გვავალდებულებს რაიმეს აღიარებას, ან iii) გვაკისრებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც არაა დაცული ამ ზიანისგან დაცვის მუხლით, ან გვაკისრებს რაიმე შეზღუდვებს ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან არიდების მიზნით, ვადასტურებთ, რომ ეს მუხლი ძალაში რჩება ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ დროდადრო შევცვალოთ, ან შევაჩეროთ მომსახურების მოწოდება, მათ შორის და არამხოლოდ, დავამატოთ ან გავაუქმოთ მომსახურების რაიმე მახასიათებელი, ან/და ფუნქციონალი. ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა მომსახურების ნებისმიერი ცვლილების, ან მომსახურების მოწოდების შეჩერების, ან შეწყვეტის გამო.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ ცალმხრივად შევიტანოთ ცვლილებები ამ პირობებში ასეთი ცვლილებების ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით. პირობებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ჩვენ შეგატყობინებთ თქვენს საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობებში შეტანილ ცვლილებებს, თქვენ უნდა შეგვატყობინოთ ამის შესახებ წერილობით 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მიიღებთ შეტყობინებას ცვლილებების შეტანის შესახებ და შეწყვიტოთ მომსახურებით სარგებლობა. თუ თქვენ განაგრძობთ მომსახურებით სარგებლობას, მას შემდეგ, რაც ცვლილებები შევა ძალაში, მაშინ მიიჩნევა, რომ თქვენ წაიკითხეთ გაეცანით და ეთანხმებით პირობებში შეტანილ ცვლილებებს.

ნებისმიერი დავას, რომელიც გამომდინარეობს ან უკავშირდება წინამდებარე პირობებს, ან მომსახურებას, განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ.

ამ პირობების შესრულება, განმარტება, მათ შორის, მომსახურების გაწევა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ეს შეთანხმება ძალაშია მანამ, სანამ არ შეწყდება mygedomain.ge-, ან თქვენს მიერ. შეთანხმების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტისთანავე თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მომსახურებით სარგებლობა.

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ მომსახურებით სარგებლობა და გააუქმოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიში, გაუქმების შესახებ მოთხოვნის გაგზავნის გზით.

mygedomain.ge მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით უფლებამოსილია შეწყვიტოს, ან შეაჩეროს მომსახურება, თქვენი ანგარიში, ან თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა ყოველგვარი პასუხისმგებლობის, ან შემდგომი ვალდებულების გარეშე, ნებისმიერი საფუძვლით, ან საფუძვლის გარეშე, მათ შორის და არამხოლოდ, თუ mygedomain.ge თვლის, რომ თქვენ დაარღვიეთ, ან განახორციელეთ ამ შეთანხმებაში მოცემული მოთხოვნების და ვალდებულების საწინააღმდეგო ქმედება.

თქვენს მიერ ვალდებულების დარღვევის გარეშე შეთანხმების და მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში ჩვენ შეგატყობინებთ შეწყვეტამდე 1 (ერთი) თვით ადრე, რათა შეძლოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან ინფორმაციის, მათ შორის, შექმნილი ვებ-გვერდის დიზაინის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადმოწერა/შენახვა. ასეთი 1 (ერთი) თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თქვენი მომხმარებლის ანგარიში გაუქმდება. თქვენ აცხადებთ და ადასტურებთ, რომ mygedomain.ge- არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხმარებლის ანგარიშის ქვეშ დაცული ნებისმიერი ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებით.

რომელიმე პირობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ან ბათილობის შემთხვევაში, ასეთი პირობა უნდა განიმარტოს, მისი გამოყენება უნდა შეიზღუდოს იმ მოცულობით როგორც ეს საჭიროა მისი ბათილობის ან/და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის აღმოფხვრისათვის, ხოლო სხვა ყველა პირობა უნდა დარჩეს ძალაში.

თქვენ არ გაქვთ უფლება გადასცეთ, ან დაუთმოთ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები სხვა პირს ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ნებისმიერი ასეთი გადაცემის მცდელობა იქნება ბათილი და ჩვენ, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში გვექნება უფლება, რომ შევწყვიტოთ ეს შეთანხმება.

ეს შეთანხმება წარმოადგენს თქვენსა და mygedomain.ge- შორის შეთანხმებულ ყველა პირობის ამსახველ დოკუმენტს და უპირატესი ძალა აქვს ამ პირობებთან დაკავშირებით მანამდე არსებულ ნებისმიერ ზეპირ, თუ წერილობით შეთანხმებასთან მიმართებაში. ნებისმიერი დამატებითი, ან განსხვავებული წერილობითი, თუ ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით შეთანხმება თქვენსა და mygedomain.ge- შორის ამ შეთანხმების საგანთან დაკავშირებით არის ბათილი. თქვენ ადასტურებთ, რომ ეს შეთანხმება არ გაგიფორმებიათ mygedomain.ge- მხრიდან ისეთ ზეპირ, თუ წერილობით გარანტიებზე დაყრდნობით, რომლებიც არ არის ასახული ამ შეთანხმებაში.

ამ შეთანხმების შესაბამისად შეტყობინებები შესაძლებელია გაიგზავნოს ქვემოთ ჩამოთვლილ საკონტაქტო მისამართებზე და მიიჩნევა გაგზავნილად შეტყობინების ფაქტობრივად მიღების თარიღზე.

mygedomain.ge-ისთვის:

კურიერული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:      საქართველო, თბილისი, წინამძღვრიშვილის . 160

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:       info@nic.ge

მოცემული მისამართები შესაძლოა განახლდეს, ამ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის გზით

თქვენთვის:

თქვენს მისამართზე, როგორც ეს მითითებულია თქვენს მომხმარებლის ანგარიშში.

ჩვენ შესაძლოა ასევე გამოგიგზავნოთ ზოგადი ელექტრონული შეტყობინებები ვებ-გვერდის ცალკე სარეკლამო ფანჯრის (pop-up window) მეშვეობით.

თქვენ ვალდებული ხართ, განაახლოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ასეთის საჭიროების შემთხვევაში. თქვენ აცხადებთ და ეთანხმებით, რომ mygedomain.ge- არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი შეტყობინების, ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, თუ თქვენ, საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, არ განაახლებთ მომხმარებლის ანგარიშში თქვენს ინფორმაციას.