პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

mygedomain.ge თქვენგან აგროვებს და ამუშავებს შემდეგი კატეგორიის ინფორმაციას:

ა)       მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია

როდესაც თქვენ იყენებთ მომსახურებას mygedomain.ge-ს მეშვეობით და რეგისტრირდებით ვებ-გვერდზე, როგორც მომხმარებელი, ქმნით მომხმარებლის ანგარიშს თქვენ mygedomain.ge-ს აწვდით და mygedomain.ge ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა თქვენი ელ-ფოსტის მისამართი, თქვენი სახელი, გვარი, თქვენს სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ ინფორმაცია.

ბ)       ლოგ ფაილები

mygedomain.ge-მ შესაძლოა შეაგროვოს გარკვეული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში და შეინახოს ლოგ ფაილების სახით. ეს ინფორმაცია მოიცავს თქვენი კომპიუტერის, ვებ-გვერდზე თქვენი ვიზიტების, IP მისამართის, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ვებ-გვერდზე ვიზიტის ხანგრძლივობის, თქვენი მომხმარებლის ანგარიშის მართვის შესახებ ინფორმაციას.

თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ mygedomain.ge უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის:

ა)      თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით;

ბ)      თქვენთვის ადმინისტრაციული ხასიათის შეტყობინებების გამოგზავნისთვის;

გ)      მომსახურებასთან დაკავშირებით თქვენი მოთხოვნებისთვის პასუხის გაცემისთვის;

დ)      თქვენთვის მარკეტინგული ინფორმაციის, ახალი ამბების, შემოთავაზებების, ან სხვა ინფორმაციის გამოგზავნისთვის.

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია mygedomain.ge-ს მიერ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ.

1.4 პერსონალური მონაცემების შენახვა და წაშლა

mygedomain.ge უფლებამოსილია შეინახოს და დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც სარგებლობთ mygedomain.ge-ის მომსახურებით.

თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა. როდესაც გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის წაშლა. ჩვენ თქვენი მოთხოვნისთანავე წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს და გავაუქმებთ თქვენს მომხმარებლის ანგარიშს.