image

შენთვის ხელმისაწვდომი ციფრული სამყარო…

კავკასუს ონალიანი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც 15 წელზე მეტია ადმინისტრირებას უწევს .GE დომენურ ზონას. 2018 წლამდე კომპანია ასევე იყო ერთადერთი რეგისტრატორი ქართულ დომენურ სივრცეში, თუმცა 2018 წლის 16 აპრილიდან განხორიელებული სისტემური რეფორმის შედეგად დომენის რეგისტრაციის უფლება 13 კომპანიამ მოიპოვა. გარდა ამისა, რეფორმის შედეგია ისიც, რომ ქართული დომენური სივრცე უფრო მეტად დაცული და საიმედო გახდა. დღესდღეობით მომხმარებელთა ინტერესებსა და უფლებებს კავკასუს ონლაინი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად იცავს. რეფორმის პროცესი გრძელდება და საბოლოო მიზანი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, დაცული და საიმედო დომენური ზონის შექმნაა.

სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია პლატფორმა Mygedomain.ge, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია შექმნას პირადი ან ბიზნეს ვებ-გვერდი. პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს მომხმარებელს თავისი საქმიანობის განვითარებასა და ფართო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარმოჩენაში.